Tuesday, October 30, 2012

SAT

SAT

SAT Reasoning Test (Scholastic Aptitude Test ან Scholastic Assessment Test), თარგმანში ნიშნავს «სასკოლო შეფასების ტესტი» – ეს არის სტანდარტიზირებული გამოცდა ტესტის ფორმით, რომელიც გათვალისწინებულია აშშ–ის უნივერსიტეტებში მისაღებად. SAT–ის შედეგები ადასტურებს სტუდენტის მზადყოფნას უნივერსიტეტში სწავლაზე და იგი წარმოადგენს ერთგვარ დანამატს სასკოლო ატესტატის ქულებზე.



არსებობს გამოცდის ორი ვარიანტი:


SAT I (reasoning test) გულისხმობს ზოგადი ცოდნის შეფასებას. ეს გამოცდა გრძელდება სამი საათი და მოიცავს კითხვებს რამოდენიმე ვარიანტიანი პასუხებით. გამოცდა შედგება სამი ნაწილისაგან: მათემატიკა, წაკითხულის ანალიზი და თხზულება.
SAT II (subject test) მიმართულია კონკრეტულად რომელიმე ერთი საგნის ცოდნის შესაფასებლად. SAT-II გრძელდება 1 საათი და შედგება ტესტის კითხვებისაგან რომლიმე საგნის სფეროდან რამოდენიმე ვარიანტიანი პასუხებით. აშშ–სა და კანადის უნივერსიტეტები მოითხოვენ SAT გამოცდის ჩაბარებას ერთ–ერთ ან რამოდენიმე პროფილურ საგანში.


Wednesday, October 24, 2012

განაგრძეთ სწავლა დიდ ბრიტანეთში

რაკიღა ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი სწავლა განაგრძოს უცხოეთში, კონკრეტულად კი დიდ ბრიტანეთში, მსურს მოგამარაგოთ რამოდენიმე ლინკით სადაც შეგეძლებათ გაიგოთ ბრიტანული ცხოვრების სტილიდან დაწყებული ბრიტანეთში ცხოვრების ფასებით დამთავრებული ყველაფერი..

რაღათქმაუნდა ინფორმაცია იქნება მათ უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებზე, ასევე იმ მინიმალურ მოთხოვნებზე რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ შეზლოთ თქვენი კარიერული წინსვლისკენ იმხელა ნაბიჯის გადადგმა, რამხელაცაა სწავლის გაგრძელება ბრიტანეთში.

პირველ რიგში გაეცანით ბმულს: სწავლა დიდ ბრიტანეთში

ასევე ვფიქრობ რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის "კონტექსტიდან ამოვარდნილი" რომ არ გამოვიდეს, შესამზადებლად კარგი იქნება თუ თვალს გადაავლებთ ამ ბმულსაც:
ინგლისური ენა
 საზღვარგარეთ სწავლა

ძალიან მალე ვისაუბრებ განათლების მიღებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Tuesday, October 23, 2012

სწავლა გერმანიაში

გამარჯობათ


რადგან ჯერ კდიევ ბევრი საშუალო სკოლა სჩადის დიდ სიკეთეს (რაც გამოიხატება შემდეგში) და ასწავლის ბავშვებს გერმანულ ენას, გადავწყვიტე პრიველი პოსტი გერმანიაში სწავლის გაგრძელების შესახებ დამეწერა..

აღსანიშნავი რამოდენიმე ფაქტორია. გერმანიაში სწავლა შეიძლება ითქვას ძალიან იაფია, ხოლო იმაზე ლაპრაკი რომ გერმანიაში საცხოვრებელი პირობები და ცხოვრების დონე მაღალია - ალბათ საუბარიც არ ღირს..
სტუდენტის ხარჯი ამ შესანიშნავ ქვეყანაში მერყეობს რამოდენიმე, დაახლოებით 5-6 ასეულ ევრომდე რაც სხვა ევროპული ქვეყნების კვალობაზე საკმაოდ კარგ ფასად შეიძლება ჩაითვალოს..

მცირეოდენი რეზიუმე რომ გამომივიდეს შემოგთავაზებთ მეგობარი ბლოგის პოსტს ანალოგირ თემატიკაზე.
მაშ ასე:   სწავლა გერმანიაში