Sunday, December 16, 2012

TOEFL, GRE, GMAT

თუ თქვენ ბიზნეს–სკოლაში აპირებთ ჩაბარებას, და თუნდაც მინიმუმი ძალისხმევა გამოიჩინეთ, გაგერკვიათ ამისთვის რა არის საჭირო და აუცილებელი, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ GMAT–ის შესახებ. GMAT (The Graduate Management Admission Test) ეს არის საერთაშორისო სასერტიფიკატო ტესტი, რომლის შედეგების მიხედვითაც მსოფლიოს 1500–ზე მეტ ბიზნეს–სკოლაში წარმოებს აბიტურიენტების მიღება. ტესტს, რომლითაც მათემატიკური, ვერბალური და ანალიტიკური უნარები დგინდება, ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი ადამიანი აბარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ტესტი შემუშავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც. არსებობს სხვა, მსგავსი და ნაკლებად ცნობილი ტესტებიც, რომელსაც როგორც წესი, არაინგლისურენოვან ქვეყნებში იყენებენ. GMAT–ი მხოლოდ ინგლისურ ენაზე ბარდება, რაც საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ბიზნეს–სკოლების უმეტესობაში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
GMAT–ის ტესტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: ორი ესსე (Analytical Writing Assessment), მათემატიკური (Quantitative) და ვერბალური (Verbal). 2012 წლიდან ორი ესსედან ერთი შეცვლილი იქნება ახალი სექციით (Integrated Reasoning), თუმცა სანერვიულო არაფერია. ყოველშემთხვევაში, ის ახალი ტიპის რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ოფიციალურ ვებ.გვერდზე გამოაქვეყნეს, საკმარისად მარტივია და უფრო მეტად გაამარტივებს ტესტს.
GMAT – ეს CAT ტესტია. CAT– იშიფრება როგორც compute adaptive test. კომპიუტერულია, რადგან ბარდება კომპიუტერით, და ადაპტურია – იმიტომ რომ ტესტი ერგება (adapts) თქვენს წარმატებებს: რაც უფრო მეტ სწორ პასუხს გასცემთ, მით უფრო რთულდება კითხვები, რაც მეტია შეცდომები – მით უფრო მარტივდება. საბოლოო ქულა დამოკიდებულია, არა სწორი პასუხების რაოდენობაზე, არამედ სწორი პასუხების სირთულის დონეზე. რაც უფრო რთული კითხვას გაეცემა პასუხი, მით უფრო მაღალია შეფასებაც.

თუკი კითხვის გაგრძელება გსურთ, ეწვიეთ ბმულს:
http://blog.leaf.ge/directory=blog/article=GMAT
http://blog.leaf.ge/directory=blog/article=TOEFL–IELTS–SAT–რჩევები
http://blog.leaf.ge/directory=blog/article=GRE-სასერტიფიკატო–გამოცდა