Wednesday, November 21, 2012

ინგლისური ენა


მოკლედ, ამ პოსტში საუბარი იქნება საინტერესო ცნობებზე რომლებიც დაკავშირებულია ინგლისურ ენასთან, გაეცანით ფაქტებს და ეცადეთ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ ამ ინტერნაციონალური ენის შესწავლა. წარმატებებს გისურვებთ:

ფაქტები ინგლისური ენის შესახებ 

• ინგლისური ენა არის მშობლიური ენა ოთხასი მილიონი ადამიანისთვის, ხოლო 1 მილიარდისთვის კი მეორე ძირითადი სასაუბრო ენაა. მსოფლიოში გავრცელების მხრივ ეს ენა არის მესამე პოზიციაზე, მას უსწრებენ ესპანური და ჩინური.
• ინგლისურ ენაში დღესაც გგამოიყენება სიტყვები რომელიც წარმოშობის მხრივ ათი ათასობით წლის წინ არის შექმნილი.
• მსოფლიოში პირველი ინგლისური ლექსიკონი დაახლოებით 400 წლის წინ შექმნილა.
• დღესდღეობით ინგლისური ყველაზე უხვსიტყვიან ენას წარმოადგენს და დაახლოებით 800 000 სიტყვას იტევს. თუმცა ამ ენაზე მოსაუბრეთა უმეტესობის ლექსიკური მარაგი შემოიფარგლება 12 000 – 20 000 სიტყვასგან. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ თუკი ინგლისურად 1500–2000 სიტყვა იცი, შესაძლებელია მოყვე და განმარტო ამბავი ან ფაქტი.
• ინგლისურენოვან სიტყვა „set“ -ს აქვს ოთხასზე მეტნაირი მნიშვნელობა
• სიტყვა „almost“ – ყველაზე დიდი სიტყვაა, რომლის ასოები განლაგებულია ანბნური თანმიმდევრობით
• „dreamt“ – ერთადერთი სიტყვაა ინგლისურად, რომელიც მთავრდება მსგავსი კომბინაციით: „mt“;
• ინგლისურ ენას არ აქვს სიტყვა, რომელიც ერითმება შემდეგ სიტყვებს: «month», «orange», «silver» და „purple“;
• „screeched“ – ყველაზე დიდი სიტყვაა ინგლისურ ენაში, რომელიც შედგება ერთი მარცვლისგან.
• ვერცერთ სხვა ინგლისურ სიტყვაში ვერ იპოვით დაბოლავებას „gry“, გარდა ორი გამონაკლისისა: „hungry“ და „angry“
• Oxford English Dictionary–ის მიხევით ყველაზე დიდი სიტყვა ინგლისურში არის: «pneumonoultramicroscopicsilicovolcanokoniosis». ის შედგება 45 ასოსგან.
• ინგლისურ ენაში კონტინენტების სახელწოდებები მთავრდება იმ ასოზე, რომლითაც იწყება.
• ინგლისურ ენაში არსებობს წინადადება, რომელიც შედგება 8 მსგავსი სიტყვისგან (ომონიმებისგან) და გრამატიკულად სრულიად
გამართულია. ეს არის: Buffalo buffalo Buffalo buffalo buffalo buffalo Buffalo buffalo. ეს წინადადება თარგმანში შეიძლება ასე ითარგმნოს: „ბიზონი ბაფალოდან, ბაფალოს სხვა ბიზონებისგან შეშინებულები, აშინებენ ბაფალოს ბიზონებს“.
• მანამ, სანამ თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, მსოფლიოს მასშტაბით 700 მილიონი ადამიანი ინგლისურ ენას სწავლობს



No comments:

Post a Comment