Tuesday, November 6, 2012

როგორ შევარჩიოთ სასწავლებელი

ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც სკოლას ამთავრებს და გადაწყვეტილებას იღებს, თუ რა მიმართულებით განაგრძოს ცხოვრება, რა პროფესია აირჩიოს. ამისათვის სწორად უნდა შეაფასოს მისი შესაძლებლობები და მაქსიმალურად შესაფერის სასწავლებელზე შეაჩეროს არჩევანი. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ამ ეტაპს შედარებით ნაკლები დრო ეთმობა, ვიდრე თვითონ უმაღლესში ჩასაბარებლად მოსამზადებელ პროცესს და საბოლოოდ მიღებული შედეგი გვაოცებს. სტუდენტი ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას.
წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვართ, ბევრს ვფიქრობთ იმაზე თუ რისი კეთება გვინდა ჩვენი მთელი დარჩენილი ცხოვრება, რა არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ახლოა და რითაც შევძლებთ მივაღწიოთ ყველა იმ მიზანს, რაც დასახული გვაქვს კარიერული ოცნებების ასახდენად. დროთა განმავლობაში ეს ფიქრები საკმაოდ მკვეთრად იცვლება, რაც ძირითადად გარემოს ცვლილებითა და გარკვეული ფაქტორების ზეგავლენითაა გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში, ის ცნება, რომ თუ მამა ექიმია შვილიც ექიმი უნდა იყოს, ყველანაირად გაუმართლებელია და აბსურდული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პროფესია და ცხოვრებისეული გზა მშობლიდან შვილზე ბიოლოგიურად არ გადადის.
მეც, როგორც ყველა ჩემი ასაკის ბავშვი, საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი თუ რა მიმართულებით მსურდა ჩემი ცხოვრების გაგრძელება. საკმაო დრო დავუთმე უნივერსიტეტის შერჩევას. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომელი უნივერსიტეტიდან დაიწყებოდა ჩემი ახალი ცხოვრებისეული ეტაპი .
დღესდღეობით, მე რომის ამერიკული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, თითქოს საკუთარ სახლში ვარ. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. მიხარია, რომ უნივერსიტეტის შერჩევის პროცესისთვის არ დამენანა დრო და საკმარისად დავუთმე.
ჩემი სურვილია, რომ ყველას გავუზიარო ეს გამოცდილება და ვაჩვენო საუკეთესო გზა. განვმეორდები და ვიტყვი, რომ უნივერსიტეტისა და პროფესიის სწორად შერჩევა ეს არის მთელი მომავალი ცხოვრების საძირკველზე ფიქრი. რამდენად მყარი და საფუძვლიანი იქნება, იმდენად წარმატებული იქნება ჩვენი ცხოვრება.

College Counseling-ი სწორედ ის ნოვატორული სერვისია, რომელიც ქართულ საგანმამათლებო სივრცეში პირველად, “ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა”, LEAF-მა შემოიტანა. სწორებ ამ სერვისის დახმარებით, რომელიც თავის თავში სასურველი პროგრამების მოძიებას, უნივერსიტეტის შერჩევას, დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას, უცხოეთში სასურველ უნივერსიტეტებთან კონტაქტის დამყარებას და შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნას მოიცავს, LEAF-ის უამრავი სტუდენტი წარმატებით აგრძელებს სწავლა-განათლებას საქართველოს და უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
College Counseling -ის დახმარებით სტუდენტი, შერჩევის პირველი ნაბიჯებიდან უკანასკნელამდე, მნიშვნელოვან დახმარებას იღებს პროფესიონალებისაგან. ხალხისგან, რომლებსაც ამ სფეროში უდიდესი გამოცდილება და კონტაქტები აქვთ. დახმარება იწყება პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევით და გრძელდება სააპლიკაციო ფორმების შევსებითა და სასურველ უნივერსიტეტში სარეკომენდაციო წერილების გაგზავნითაც კი. სტუდენს გათავისებული აქვს ყველა ეტაპი, შესაბამისად გამორიცხულია შეცდომების ალბათობა. ზუსტად დასმული ამოცანით, სტუდენტები სასურველ პასუხებს იღებენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავის მომავალ უნივერსიტეტში თავს სტუდენტური და აკადემიური ცხორების განუყოფელი ნაწილად გრძნობს.ასე, ვარ მეც. College Counseling -ის წყალობით ვსწავლობ იქ, სადაც მინდოდა რომ მესწავლა (American University in Rome ) და ყოველი ახალი სასწავლო დღე მარწმუნებს ამაში.
ჩემი პირადი და ასევე ჩემი უამრავი მეგობრის აკადემიური გამოცდილებიდან გამომდინარე დღესდღეობით თამამად შემიძლია ვთქვა რომ, უნივერსიტეტების შერჩევაზე და აპლიკაციის მომზადებაზე დახარჯული ყოველი ზედმეთი წუთი თუ საათი, სააპლიკაციო პროცესის დროს, არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მომავალი დიდი წარმატებისკენ.
ასევე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი" სწორედ ის ადგილია, სადაც მოსწავლეებს, აკადემიური წინსვლის გარდა, მათი წარმატებული მომავლისთვის, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ნამდვილი პროფესიონალები ეხმარებიან.

No comments:

Post a Comment