Tuesday, November 27, 2012

IELTS

ყველაზე ავტორიტეტული და ცნობილი ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდებია: TOEFL (Test of English as a Foreign Language), რომელიც თითქმის 40 წლის წინ გამოჩნდა და IELTS (International English Language Testing System), რომელიც შედგენილია 1990 წელს, ბრიტანეთის საბჭოს ძალისხმევით.

"TOEFL - ეს ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტია. იგი აფასებს ინგლისურის, როგორც უცხო ენის, ცოდნის დონეს. ის ამოწმებს თუ რამდენად არის მზად უცხოელი მოსწავლე ინგლისურენოვან აკადემიურ გარემოში სწავლისათვის. რაც შეეხება IELTS-ს, მას იგივე მიზანი აქვს, თუმცა უფრო ზოგადია და არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური, საუნივერსიტეტო საკითხებით. ეს შედარებით ახალი ტესტია, რომელიც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული საერთაშორისო საზოგადოებაში. ორივე სერთიფიკატი აქტიურია მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ საჭიროა ინგლისური ენის დონის ხელმეორედ დადასტურება", - ედვარდ კოლინსონი Central Saint Martins College of Art and Design-ის კურსდამთავრებული - ინგლისური ენის, TOEFL-ისა და IELTS -ის პედაგოგი ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ში.

ეს არის ნაწყვეტი განათლების ცენტრის ბლოგიდან, სრული პოსტის სანახავად გადადით ბმულზე:
IELTS

Wednesday, November 21, 2012

ინგლისური ენა


მოკლედ, ამ პოსტში საუბარი იქნება საინტერესო ცნობებზე რომლებიც დაკავშირებულია ინგლისურ ენასთან, გაეცანით ფაქტებს და ეცადეთ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ ამ ინტერნაციონალური ენის შესწავლა. წარმატებებს გისურვებთ:

ფაქტები ინგლისური ენის შესახებ 

• ინგლისური ენა არის მშობლიური ენა ოთხასი მილიონი ადამიანისთვის, ხოლო 1 მილიარდისთვის კი მეორე ძირითადი სასაუბრო ენაა. მსოფლიოში გავრცელების მხრივ ეს ენა არის მესამე პოზიციაზე, მას უსწრებენ ესპანური და ჩინური.
• ინგლისურ ენაში დღესაც გგამოიყენება სიტყვები რომელიც წარმოშობის მხრივ ათი ათასობით წლის წინ არის შექმნილი.
• მსოფლიოში პირველი ინგლისური ლექსიკონი დაახლოებით 400 წლის წინ შექმნილა.
• დღესდღეობით ინგლისური ყველაზე უხვსიტყვიან ენას წარმოადგენს და დაახლოებით 800 000 სიტყვას იტევს. თუმცა ამ ენაზე მოსაუბრეთა უმეტესობის ლექსიკური მარაგი შემოიფარგლება 12 000 – 20 000 სიტყვასგან. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ თუკი ინგლისურად 1500–2000 სიტყვა იცი, შესაძლებელია მოყვე და განმარტო ამბავი ან ფაქტი.
• ინგლისურენოვან სიტყვა „set“ -ს აქვს ოთხასზე მეტნაირი მნიშვნელობა
• სიტყვა „almost“ – ყველაზე დიდი სიტყვაა, რომლის ასოები განლაგებულია ანბნური თანმიმდევრობით
• „dreamt“ – ერთადერთი სიტყვაა ინგლისურად, რომელიც მთავრდება მსგავსი კომბინაციით: „mt“;
• ინგლისურ ენას არ აქვს სიტყვა, რომელიც ერითმება შემდეგ სიტყვებს: «month», «orange», «silver» და „purple“;
• „screeched“ – ყველაზე დიდი სიტყვაა ინგლისურ ენაში, რომელიც შედგება ერთი მარცვლისგან.
• ვერცერთ სხვა ინგლისურ სიტყვაში ვერ იპოვით დაბოლავებას „gry“, გარდა ორი გამონაკლისისა: „hungry“ და „angry“
• Oxford English Dictionary–ის მიხევით ყველაზე დიდი სიტყვა ინგლისურში არის: «pneumonoultramicroscopicsilicovolcanokoniosis». ის შედგება 45 ასოსგან.
• ინგლისურ ენაში კონტინენტების სახელწოდებები მთავრდება იმ ასოზე, რომლითაც იწყება.
• ინგლისურ ენაში არსებობს წინადადება, რომელიც შედგება 8 მსგავსი სიტყვისგან (ომონიმებისგან) და გრამატიკულად სრულიად
გამართულია. ეს არის: Buffalo buffalo Buffalo buffalo buffalo buffalo Buffalo buffalo. ეს წინადადება თარგმანში შეიძლება ასე ითარგმნოს: „ბიზონი ბაფალოდან, ბაფალოს სხვა ბიზონებისგან შეშინებულები, აშინებენ ბაფალოს ბიზონებს“.
• მანამ, სანამ თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, მსოფლიოს მასშტაბით 700 მილიონი ადამიანი ინგლისურ ენას სწავლობს



Monday, November 12, 2012

უმაღლესი განათლება

დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, რაცარუნდა გულზე ხელები იტყაპუნონ მასწავლებლებმა და თანამედროვე მშობლებლმა, დიდი რამე თუ ყველა არ გააგრძელებს უმაღლესში სწავლასო, და არც არის ეს აუცილებელიო, მაინც ყველას უნდა უმაღლესში ჩაბარება, დიახ ჩაბარება და არა უმაღლესი განათლება.

რა განაპირობებს ამას ალბათ ძნელი მისახვედრი არ აირს მათთვის ვისაც საქართველოში ცოტა ხანი მაინც უცხოვრია, მიზეზები მრავალნაირია, დაწყებული დიპლომის მომავალი დედამთილი-სიდედრის ჩვენებიდან- დამთავრებული ბირჟაზეც აღარავინ აღარაა და რამე ხო უდნა ვაკეთოთი.

ის რომ განათლების სისტეემა საქართველოში მოფუტკნულია - ახალი თემა არ არის, საბედნიეროდ ნელ ნელა გამოიკვეთა მაღალი დონის განათლების ცენტრები, ვიმედოვნებ ეს ცენტრები აღმოფხვრიან ამ დიდ ჩავარდნას რომელსაც ჩავარდნა კი არა ტრადიციული დაავადება უფრო შეესაბამაება სახელად, სწორედ ის რომ ჩვენთან განათლების სისტემა ცუდ დღეშია, განაპირობებს შედარებით ღარიბი მოსახლეობის ჩაგვრას, ჩაგვრა არაპრიდაპირი გაგებით. ეხლავე აგიხსნით რისი თქმა მინდა:
გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი განათლების დაწესებუელბების სავალალო მდგოამრეობა ყველასთვის ცნობილია, დამსაქმებლები ხშირად ობიექტურად არ წყალობენ იმ ადამიანებს რომლებმაც დაამთავრეს ესა თუ ის უნივერსიტეტი და საკმაო ფულიც იხადეს. ასეთ ადამიანებს უბრალოდ უჭირთ კარიერის აწყობა, მაშინ როცა უცხოური უნივერსიტეტის დიიპლომის ერთი აქნევაც საკმაირისია რომ უამრავი დამსაქმებელი დააინტერესო. ხოდა იქნებ დავფიქრდეთ და მივხვდეთ რომ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ მარტო ფულიანი მშობლების შვილები კი არ იყვნენ ესეთი დაფასებულები, არამედ ყველა ვისაც სწავლა სურს და შევქმნათ წესიერი განათლების სისტემა, რათა ვისაც უცხოეთში სწავლის გაგრძელება არ შეუძლია- აქაც შეძლოს წესიერი და დაფასებული ცოდნის მიღება ! 

Tuesday, November 6, 2012

როგორ შევარჩიოთ სასწავლებელი

ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც სკოლას ამთავრებს და გადაწყვეტილებას იღებს, თუ რა მიმართულებით განაგრძოს ცხოვრება, რა პროფესია აირჩიოს. ამისათვის სწორად უნდა შეაფასოს მისი შესაძლებლობები და მაქსიმალურად შესაფერის სასწავლებელზე შეაჩეროს არჩევანი. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ამ ეტაპს შედარებით ნაკლები დრო ეთმობა, ვიდრე თვითონ უმაღლესში ჩასაბარებლად მოსამზადებელ პროცესს და საბოლოოდ მიღებული შედეგი გვაოცებს. სტუდენტი ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას.
წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვართ, ბევრს ვფიქრობთ იმაზე თუ რისი კეთება გვინდა ჩვენი მთელი დარჩენილი ცხოვრება, რა არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ახლოა და რითაც შევძლებთ მივაღწიოთ ყველა იმ მიზანს, რაც დასახული გვაქვს კარიერული ოცნებების ასახდენად. დროთა განმავლობაში ეს ფიქრები საკმაოდ მკვეთრად იცვლება, რაც ძირითადად გარემოს ცვლილებითა და გარკვეული ფაქტორების ზეგავლენითაა გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში, ის ცნება, რომ თუ მამა ექიმია შვილიც ექიმი უნდა იყოს, ყველანაირად გაუმართლებელია და აბსურდული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პროფესია და ცხოვრებისეული გზა მშობლიდან შვილზე ბიოლოგიურად არ გადადის.
მეც, როგორც ყველა ჩემი ასაკის ბავშვი, საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი თუ რა მიმართულებით მსურდა ჩემი ცხოვრების გაგრძელება. საკმაო დრო დავუთმე უნივერსიტეტის შერჩევას. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომელი უნივერსიტეტიდან დაიწყებოდა ჩემი ახალი ცხოვრებისეული ეტაპი .
დღესდღეობით, მე რომის ამერიკული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, თითქოს საკუთარ სახლში ვარ. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. მიხარია, რომ უნივერსიტეტის შერჩევის პროცესისთვის არ დამენანა დრო და საკმარისად დავუთმე.
ჩემი სურვილია, რომ ყველას გავუზიარო ეს გამოცდილება და ვაჩვენო საუკეთესო გზა. განვმეორდები და ვიტყვი, რომ უნივერსიტეტისა და პროფესიის სწორად შერჩევა ეს არის მთელი მომავალი ცხოვრების საძირკველზე ფიქრი. რამდენად მყარი და საფუძვლიანი იქნება, იმდენად წარმატებული იქნება ჩვენი ცხოვრება.

College Counseling-ი სწორედ ის ნოვატორული სერვისია, რომელიც ქართულ საგანმამათლებო სივრცეში პირველად, “ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა”, LEAF-მა შემოიტანა. სწორებ ამ სერვისის დახმარებით, რომელიც თავის თავში სასურველი პროგრამების მოძიებას, უნივერსიტეტის შერჩევას, დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას, უცხოეთში სასურველ უნივერსიტეტებთან კონტაქტის დამყარებას და შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნას მოიცავს, LEAF-ის უამრავი სტუდენტი წარმატებით აგრძელებს სწავლა-განათლებას საქართველოს და უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
College Counseling -ის დახმარებით სტუდენტი, შერჩევის პირველი ნაბიჯებიდან უკანასკნელამდე, მნიშვნელოვან დახმარებას იღებს პროფესიონალებისაგან. ხალხისგან, რომლებსაც ამ სფეროში უდიდესი გამოცდილება და კონტაქტები აქვთ. დახმარება იწყება პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევით და გრძელდება სააპლიკაციო ფორმების შევსებითა და სასურველ უნივერსიტეტში სარეკომენდაციო წერილების გაგზავნითაც კი. სტუდენს გათავისებული აქვს ყველა ეტაპი, შესაბამისად გამორიცხულია შეცდომების ალბათობა. ზუსტად დასმული ამოცანით, სტუდენტები სასურველ პასუხებს იღებენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავის მომავალ უნივერსიტეტში თავს სტუდენტური და აკადემიური ცხორების განუყოფელი ნაწილად გრძნობს.ასე, ვარ მეც. College Counseling -ის წყალობით ვსწავლობ იქ, სადაც მინდოდა რომ მესწავლა (American University in Rome ) და ყოველი ახალი სასწავლო დღე მარწმუნებს ამაში.
ჩემი პირადი და ასევე ჩემი უამრავი მეგობრის აკადემიური გამოცდილებიდან გამომდინარე დღესდღეობით თამამად შემიძლია ვთქვა რომ, უნივერსიტეტების შერჩევაზე და აპლიკაციის მომზადებაზე დახარჯული ყოველი ზედმეთი წუთი თუ საათი, სააპლიკაციო პროცესის დროს, არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მომავალი დიდი წარმატებისკენ.
ასევე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი" სწორედ ის ადგილია, სადაც მოსწავლეებს, აკადემიური წინსვლის გარდა, მათი წარმატებული მომავლისთვის, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ნამდვილი პროფესიონალები ეხმარებიან.

Sunday, November 4, 2012

სწავლა საზღვარგარეთ

ნებისმიერ ადამიანს რომელსაც სურს თავის პეროსნალურ რეზიუმეში ოქროს ასოებით შეავსოს განათლების გრაფა, სურს განათლება მიიღოს უცხოეთში.
ეს ნებისმიერ პოტენციურ დამსაქმებელს დადებითად განაწყობს სამსახურის მძებნელისთვის და ეგ ფაქტორი მეორე პლანზეც რომ იყოს გადაწეული, მაინც აქტუალური იქნებოდა განათლების საზღვარგარეთ მიღების სურვილი.
უცხოეთში სწავლა არის გარანტი იმისა რომ შენ მართლაც დაეუფლე იმას, რასაც გასწავლიდნენ, შენ გაქვს პრეტენზია პროფესიონალობაზე, და შენი დიპლომი უბრალდო ნაცნობი ლექტორების ხელგაშლიკობის მაგალითი არ არის, როგორც ეს ჯერ კდიევ ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში.

რათქმაუნდა ყველა ქვეყანას რომელიც ჩვენი სამშობლო არ არის- ვერ მივიჩნევთ რომ საუკეთესო პირობებია სწავლისთვის, მაგრამ მე საზღვარგარეთულ განათლებაში ვგულისხმობ წამყვანი ევროპული, ამერიკული თუ რიგ შემთხვევებში სხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყნების წამყვან უნვიერსიტეტებში მიღებულ განათლებას.


საბედნიეროდ ადრე თუ ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად, რისკის ფასად და უდიდესი წვალების შედეგად გიწევდა რომ სწავლა გაგეგრძელებინა უცხოეთში, დღეს სიტუაცია მთლად ასე არ არის. შრომა ისევ მოგიწევს მაგრამ ეს შრომა ბევრად განსხვავდება მაშინდელი წვალებისგან. ეხლა მოგიწევს უბრალდო აკრგად მომზადება და დაჯერება იმ პედაგოგების რომელთაც უდიდესი გამოცდიელბა აქვთ და რომლებიც იზრუნებენ რომ სწავლა უცხოეთში განაგრძოთ და რაც მთავარია მოიპოვოთ სრული დაფინანსება.
ასეთი ცენტრების სიმრავლით ჩვენი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, მაგრამ საბედნიეროდ არც სრულ სიცარიელეს არ განიცდის.
ერთ-ერთი ასეთი განათლების ცენტრია LEAF, იხილეთ მათი ბლოგი, გაეცანით მათ პირობებს, მათ მიერ მომზადებული აწ უკვე წარმატებული სტუდენტების ჩანაწერებს და თავად გააკეთეთ არჩევანი
http://blog.leaf.ge/directory=blog/article=LEAF-გზა-უმაღლესი-განათლებისკენ 

Thursday, November 1, 2012

ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება (I)

ჩემი პოსტი რომ ნეიტრალური მკითხველისთვისაც გახდეს საკითხავი და ცოტა გავზარდო წერის არიალო, ამიტომ დღეს ბუმბერაზ კლასიკოსზე, ჯემალ ქარჩხაძეზე, უფრო სწორად კი მის რამოდენიმე ნაწარმოებზე დავწერ მცირე რეზიუმეს.

ამ მწერლის კარიერის პიგად ბევრი მდგმურს, ბევრი ქარავანს, ბევრიც ზებულონს თვლის, მაგრამ არავინ იცის მისი უკანასკნელი ნამუშევარი, სასრუელბა რომ საცლოდა როგორი იქნბოდა, ეს უკანასკნელი ნამუშევარი მგოეხსნებათ რომ განზომილება იყო, ის მას შემდეგ გამოიცა რაც ბატონი ჯემალი უკვე აღარ იმყოფებოდა ამ ქვეყნად და მასში ისეთი ადიგლებიც შევიდა რაც გადამუშავდებოდა შემდგომშჳ ამ დიდი მწერლის მიერ. ამიტომ ახლა თუ რომელიმე სხვა ნაწარმოებს ერთი შეხედვით ტოლს ვერ უდებს, ვგონებ მხოლოდ და მხოლოდ ამის დამსახურება უნდა იყოს.

სამაგიეროდ სრულყოფილების ნაკლებობას არ განიცდის ზებულონი, ეს თავზარდამცემი მოთხრობა არის საუკეთესო, ვიმეორებ საუკეთესო ქართული ისტორიული ნაწარმოები. შეუძლებელია ჭკუთმყოფელი მკითხველი მისი წაკითხვის შემდეგ არ ჩარჩეს საკმაო ხანი ნაწარმოებში და არ ფიქრობდეს ისეთ თემებზე, რა ზოგადსაკაცობრიო თემებსაც ეხება .

ქარავანი და მდგმური მინდა შემდეგი პოსტისთვის მოვიტოვო და მათზე საუბრის სიამოვნება ცოტა ხნით გავიხანგრძლივო.. :) მადლობთ რომ კითხულობთ ჩემ ბლოგს